ზეწოლა და რეკეტი ბიზნესზე ხელისუფლებისგან. ფრესკოს დამფუძნებელი ფინანსთა მინისტრს ბრალდებებს უყენებს და იმ თანხის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს, რომელიც მთავრობამ პანდემიის დროს კარფურს ფასების შესანარჩუნებლად გადაურიცხა.
ფრესკოს დამფუძნებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ვასილ სოფრომაძე განმარტავს, რომ მისი კომპანია უკვე 3 წელია ზეწოლის ქვეშაა და კომპანიას მთავრობის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ებრძვიან. სოფრომაძე ხელისუფლებას რეკეტში და ზეწოლაში ადანაშაულებს. ის ბიზნესის არათანაბარ პირობებში ჩაყენაბაზეც საუბრობს და ფინანსთა მინისტრს მოუწოდებს გაასაჯაროვოს იმ თანხის ოდენობა რაც საგანგებო მდგომარეობის დროს მთვრობამ კარფურს გადაურიცხა. ფრესკოს დამფუძნებლისთვის გაუგებარია, როგორ ასტაბილურებდა კარფური ფასებს მაშინ, როცა იგივე პროდუქციას ფრესკოზე ძვირად ყიდდა. ვასილ სოფრომაძე იმასაც შიშობს, რომ მთავრობა ხელს იმ ახალი ობიექტის მშენებლობის დასრულებასაც შეუშლის, რომელიც მან წერეთლის გამზირზე დაიწყო. „“ მფლობელი ფინანსთა მინისტრს კითხვებზე პასუხების გაცემას სთხოვს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიზნესზე ზეწოლა და ბიზნესმენების პოლიტიკური ნიშნით დევნა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ახალი არაა და ბიზნესის თავისუფლად კეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც მმართველი პარტიის სამსახურშია და ოცნების შემწირველია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ასეთი ადამიანები თავიანთ სფეროში უკონკურენტოები არიან და ტენდერებსაც უპრობლემოდ იგებენ.
ბრალდებები უარყო ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ ვასილ სოფრომაძე მსგავს განცხადებებს მუდმივად ავრცელებს და მისთვის პასუხის გაცემას არ აპირებს. მან „კარფურისთვის“ თანხის გადაცემაც უარყო. ბიზნესზე ზეწოლის ფაქტები წარმოუდგენლად მიაჩნია ქართული ოცნების დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილსაც.
ბიზნესი რომ ზეწოლის ქვეშაა ამაზე არასამთავრობო სექტორშიც საუბრობენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვასილ სოფრომაძე არაა პირველი ბიზნესმენი ვისაც მთავრობამ პრობლემები ხელოვნურად შეუქმნა. გიგა ბედიანაშვილი არჩევნების მოახლოებასთან ერთად და კრიზისის ფონზე, პრობლემის კიდევ უფრო გაღრმავებას ვარაუდობს. რეფორმების გუნდში კი გამოსავალს სახელმწიფო სისტემების სწრაფ ელექტრონიზაციაში იმისათვის, რომ მთავრობის წარმომადგენლებს სხვა და სხვა მანიპულაციების საშუალება აღარ ქონდეთ.
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ბიზნესი თავისუფალია. თუმცა ვასილ სოფრომაძე ერთადერთი არაა ვინც მთავრობის მხრიდან ზეწოლაზე და არასამართლიან მოპყრობაზე საუბრობს. გახმაურებულ საქმეებს შორისაა „თი-ბი-სი“ ბანკის, „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მომხდარი მოვლენები.