logo
ENG



ზვიად ქორიძე: გიორგი კოხრეიძე ჟურნალისტიკის პირველი კურსის სახელმძღვანელოს გვიწერს

03 დეკ 201923:13
3 წუთის საკითხავი
 
vvkdpc0glfs4ybl.jpg

„გიორგი კოხრეიძე ჟურნალისტიკის პირველი კურსის სახელმძღვანელოს გვიწერს“, - აღნიშნული რეპლიკა გადაცემაში „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა“, მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ, აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის მისამართით გააკეთა.

რეპლიკა მან, გადაცემაში დამოუკიდებელი მედიისა და ხელისუფლების ურთიერთ დამოკიდებულობაზე, ასევე მედიაექსპერტი ნინო დანელიას შეფასებას მოაყოლა.

„მიზეზი აქვს ამას, რის გამოც ცდილობს ყველა ხელისუფლება მედიის დამორჩილებას. იქ სადაც ვერ ახერხებს მენეჯმენტის დამორჩილებას, ეს მედიები რჩებიან პროფესიული სტანდარტების ერთგულები, იქ სადაც მენეჯმენტი ემორჩილება, ტელევიზიას ტოვებენ ჟურნალისტები. ამ ხელისუფლების ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელი მედია ხელის შემშლელია, რადგან დამოუკიდებელი მედია ცდილობს კრიტიკით გააკონტროლოს ის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჟურნალისტიკის მეორე კურსის სახელმძღვანელოზე ვსაუბრობ“, - აღნიშნა დანელიამ, რაზეც თავის მხრივ ქორიძემ აღნიშნა, რომ პირველი კურსის სახელმძღვანელოს კოხრეიძე წერს, სადაც ის მათ კითხვის დასმას ასწავლის. 

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დღეს, ტელევიზიაში ცენზურის არსებობაზე ლაპარაკობდნენ.

 

 

 


close დახურვა