logo
ENG



ზილფიმიანი: მარსის რეწვა დაიწყო და ჩვენ ისევ ქაღალდებს ვხევთ

15 თებ 202113:31
3 წუთის საკითხავი
clock 434
2021/02/15/aox46e4si28ljc3.jpg

ევროპელი სოციალისტების ლიდერი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ 60-იანი წლების მეთოდებით არჩევნების ჩატარება სასაცილოა.

როგორც მან საარჩევნო რეფორმის საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, უნდა შეიქმნას ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ხმების გაყალბებას გამორიცხავს.

"ჩვენ 21-ე საუკუნეში ვართ და დღეს ისეთი ტექნოლოგიებია, რომ ამის არდანერგვა და კვლავაც 60-იანი წლების მეთოდით არჩევნების ჩატარება, სასაცილოა. მარსის რეწვა და მთვარის ათვისება დაიწყო და ჩვენ ისევ ქაღალდებს ვხევთ. აქ უნდა იყოს ელექტრონული სისტემა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ ტექნიკურ მეთოდოლოგიას დავდებთ მაგიდაზე.

ის სიახლეები, რისი შემოტანაც მინდა, ძალიან ადვილია, ეს იქნება მთვლელები, რომლებიც არა მარტო ბიულეტენებს დათვლიან, არამედ იმ ბიულეტენებში არსებულ ინფორმაციას, ეს შეიძლება იყოს გამოსახულების აღმქმელი სისტემები, მარტივი სისტემებია, ადგილია, რომ ყველა უბანზე დაყენდეს ერთი ვებკამერა, რომელიც დააფიქსირებს, ერთი და იგივე სახე ხომ არ შევიდა, ამით დამთავრდება კარუსელები", - თქვა ზილფიმიანმა.


close დახურვა