აკაკი ზოიძე, რომელიც იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც კოვიდვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მუშაობს, ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის 500 000 დოზა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადრე გაზაფხულზე. მისი განმარტებით, მანამდე, საჭიროა მისი პრეკვალიფიკაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
"ორიენტაცია ახლა გვაქვს ასტრაზენეკას ვაქცინაზე, რომელსაც იმისათვის, რომ სამხრეთ კორეაში აწარმოონ, სჭირდენა ჯანმოს პრეკვალიფიკაცია. დეკემბერში მოსული წერილის მიხედვით, ასტრაზენეკას ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადრე გაზაფხულზე", - ამბობს აკაკი ზოიძე.
მისივე განცხადებით, "პოლიტიკურად" რუსული ვაქცინა არ განიხილება "ათჯერაც რომ მიიღოს პრეკვალიფიკაცია".