logo
ENG



ზოიძე თავის ინიციატივაზე: იმისთვის, რომ კითხვები აღარ არსებობდეს, უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი

22 ნოე 201921:24
3 წუთის საკითხავი
 
2zhb35en9vc19l9.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არჩევნები პროპორციული წესით 2020 წლიდან უნდა ჩატარდეს. ამასთან, როგორც დეპუტატი განმარტავს, იმისათვის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი ნათელი გახდეს და კითხვის ნიშნები აღარ არსებობდეს, საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება. 

"ეს შეთავაზება მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის არის სასიკეთო. პოლარიზაცია საზოგადოებაში უფრო გამწვავდება, თუ პროცესები ასე გაგრძელდება. მჯერა, რომ პროპორციული არჩევნები არის ყველაზე სასიკეთო. სანამ რეფერენდუმი ჩატარდება, გვექნება დრო, რომ საზოგადოებას შევხვდეთ და ინფორმაცია მივაწოდოთ. ვხედავ რომ ეს პროცესები ღრმავდება საზოგადოებაში. ეს ინიციატივა არ ნიშნავს ჩემი მხრიდან წაყენებულ ულტიმატუმს. მართლა ვამბობ, რომ ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ პოლიტიკაში, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში. მე პოლიტიკაში მოვედი იმისთვის, რომ ქვეყნისთვის რამე სასიკეთო გავაკეთო. თუ ეს იქნება ერთმანეთის შეჯიბრება ლანძღვაში, მე ასეთ პოლიტიკაში ვეღარ დავრჩები. ჩემთვის პოლიტიკა არ არის თვითმიზანი, არამედ არის სიკეთის გაკეთება. გამოჩნდა ყველა, არც ერთს არ მიუღია გადაწყვეტილება, ვინც პარლამენტი დატოვა, ემოციურ ფონზე. ბევრჯერ ყოფილა, როდესაც ხელისუფლებები უარს ამბობდნენ რეფერენდუმების ჩატარებაზე და ეს კითხვებს აჩენდა, ამიტომ, კითხვები რომ აღარ არსებობდეს ჩავატაროთ პლებისციტი," - განაცხადა ზოიძემ გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში".

 

 


close დახურვა