logo
ENG



ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება

11 მარ 202012:41
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი ლესელიძის და ბარათაშვილის მოედნის მიმდებარე ქუჩების შემდეგ, ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარკირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე შშმ პირებისთვის და ელექტრომობილებისთვის უფასო იქნება. სხვა შემთხვევაში, უფასო მხოლოდ პირველი 15 წუთი იქნება, მომდევნო 1 საათში კი, მოქალაქეებს 1 ლარის გადახდა მოუწევთ.

„ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დაარეგისტრიროს თავიანთი ავტომობილები, ჩვენს ვებგვერდზე და მათთვის პარკირება იქნება უფასო. სხვა შემთხვევაში გადახდები შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებით, აპლიკაციით და ასე შემდეგ. ასევე პარკირება უფასო იქნება  შშმ პირებისთვის და მათთვის, ვისაც ჰყავს ელექტრომობილი. გამოიყოფა სპეციალური ადგილები A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. ვინც არ ცხოვრობს და სხვა რაიონიდან მოდის მანქანით, მათ შეუძლიათ 15 წუთი ისარგებლონ უფასო პარკირებით, შემდეგ კი გადასახადი იქნება საათში ერთი ლარი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 


close დახურვა