logo
ENG



ზოომარტმა ტრანსპორტირებაზე ნებართვა მიიღო

23 აპრ 202019:24
3 წუთის საკითხავი
 
iyl9c2gezbkvj7w.jpg

მაღაზია „ზოომარტმა“ ტრანსპორტირებაზე ნებართვა მიიღო, - ამის შესახებ განცხადებას „ზოომარტი“ ავრცელებს.

„ქ. თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს მიერ ნებართვა ჩვენი თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე გაცემულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მაღაზიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, 26 აპრილიდან "ზოომარტის" 12-ვე ფილიალი დაიკეტებოდა.

განცხადების თანახმად, მაღაზიების დაკეტვის მიზეზი იყო, რომ კომპანია თანამშრომლების ტრანსპორტით გადაადგილებისთვის ნებართვა ვერ მოიპოვა.


close დახურვა