საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტა.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა", - ნათქვამია განცხადებაში.