logo
ENG



ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

22 დეკ 202316:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/22/86jxdq9no9je9js.jpg

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"თოვის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ140-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა