logo
ENG



ზუგდიდიდან თბილისისკენ მომავალი მატარებლის ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა

02 მაი 202110:53
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდიდან თბილისისკენ მომავალი მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.

რკინიგზის ინფორმაციით, შემთვევა ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან მოხდა. მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს ასცდა ორი გორგოწყვილით.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა". - აცხადებს საქართველოს რკინიგზა. 


close დახურვა