ზუგდიდის აგრარული ბაზარი სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა. სპეციალური ხსნარით ბაზრის მიმდებარე ტერიტორია და რუსთაველის ქუჩა მოირეცხა.
სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობის, დასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ჩაატარეს. დეზინფექცია ასევე ჩაუტარდა მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებსა და სხვა შენობებს.