logo
ENG



ზუგდიდის ბაზარში ხანძარი გაჩნდა

04 სექ 202121:05
3 წუთის საკითხავი
 
ზუგდიდის ბაზარში ხანძარი გაჩნდა

ზუგდიდში ბაზარში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი ან რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. 

ერთ-ერთი ვარაუდით, შესაძლოა ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. 

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია სულ მცირე ოთხი მაღაზია. კიდევ ერთი ვერსიით სავარაუდოდ ბაზრის ერთ-ერთ თანამშრომელს გაზქურა დარჩა ჩართული. დამწვარია მეორადი ტანსაცმლოს მაღაზია და ასევე რამდენიმე საკმები ობიექტი. 

ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ. ტერიტორიაზე ასევე მაღაზიების დაზარალებული მეპატრონეები იმყოფებიან. 


close დახურვა