ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია Facebook-გვერდზე ავრცელებს.
ეპარქიის ცნობით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური.
"გაიძარცვა,ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, ტაძრიდან წაღებულია-ჯვარი,ხატი და საცეცხლური.
თუ ვინმეს შეუნიშნავს მსგავსი ნივთები გთხოვთ,დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 571171707დეკანოზი გიორგი ქავთარაძე",-ნათქვამია განცხადება