logo
ENG



ზუგდიდის ინფექციურში ვირუსის სიმპტომებით 3 ადამიანი შეიყვანეს

05 აპრ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 
4y8ooggctagfx2b.png

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით 3 ადამიანი შეიყვანეს. სამივე მოქალაქე ანაკლიის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

ისინი კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ სპორტსმენთან, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში გადაადგილდებოდა.

პაციენტების ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია. მათ ტემპერატურა აღენიშნებათ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5 067 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.  ვირუსისგან სრულად განიკურნა 36 პაციენტი, 2 კი, გარდაიცვალა.


close დახურვა