ზუგდიდის მშენებარე ტაძარში მსახურება მიმდინარეობს. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს წირვის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ სააღდგომო წირვა ეკლესიაში უნდა ჩატარდეს, ნაწილი კი პატრიარქის მითითებებს ელოდება. მათი განმარტებით, საქართველოს ეკლესიებში წირვა-ლოცვა ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით მიმდინარეობს.