logo
ENG



ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს

17 ნოე 202115:08
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 

პოლიციამ საკრებულოს შენობიდან ხელში ატაცებული გაიყვანა ენმ-ის დეპუტატი, ანა წითლიძე. 

საკრებულოს 5-მა წევრმა ოპოზიციონერმა ზუგდიდში შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის სამოქალქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყეს.

ამ დრომდე ისინი ფრაქციის ოთახში იმყოფებოდნენ, თუმცა, დღეს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტზე უნდა ემსჯელა, სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს. 

ზუგდიდის საკრებულოში სხდომა უკვე დაწყებულია. მედიას მასზე დასწრების საშუალება არ ეძლევა. 


close დახურვა