logo
ENG



ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

18 აპრ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 
p5emirv5vmog15j.png

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავაგანცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 

მათივე ინფორმაციით, უწყების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 50 მსჯავრდებულს, მათ შორის ლ.გ-ს და გ.გ-ს (ვინც მოიხადა სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი ვადა), მოსახდელად დარჩენილი ვადა უფრო მსუბუქი სასჯელით – შინაპატიმრობით შეეცვალათ.

„შუამდგომლობით არავის მიუმართავს, ეს არის კანონით გათვალისწინებული, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ყველა პატიმარს ეხება ზოგს შინაპატიმრობა, ზოგს ვადაზე ადრე გათავისუფლება. შინაპატიმრობაში დაახლოებით სამი-ოთხი დღეა ვარ, რომელიც კანონით გვეკუთვნოდა პირველი მარტიდან“, - განაცხადა გულორდავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში სცნო. თითოეულ მათგანს სასჯელის სახით ორი წელი პატიმრობა, 4 წელი კი, პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ისინი შარშან, პირველ ნოემბერს დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.


close დახურვა