ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ათამდე ადამიანი მოიწამლა, მათგან შვიდი ბავშვია.
ადგილობრივები სავარაუდო მიზეზად დაბინძურებულ წყალს ასახელებენ.
5 მოწამლულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - ისინი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მათგან ერთი ბავშვია.
დამატებით დეტალებს ფორმულა გადაუდებელი დახმარების ცენტრთან არკვევს.