logo
ENG



ზუგდიდში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო

15 ივნ 202022:11
3 წუთის საკითხავი
 
cxpnz99pup98mfh.jpg

ზუგდიდში 12 წლის ბავშვი ბანაობისას დაიხრჩო - გავრცელებული ინფორმაციით, ის თანატოლებთან ერთად საცურაოდ იყო წასული.

სპეციალურად საბანაოდ მოწყობილ გუბეში მოზარდი მცენარეებში აიხლართა და ამოსვლა ვერ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


close დახურვა