logo
ENG



ზუგდიდში 15 წლის ბიჭი მოკლეს

20 ნოე 202220:10
3 წუთის საკითხავი
 
ზუგდიდში 15 წლის ბიჭი მოკლეს

ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე 15 წლის ბიჭი მოკლეს. ჭრილობები მას, სავარაუდოდ, დანით მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათი ცნობით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


close დახურვა