logo
ENG



ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - მისი მდგომარეობა კრიტიკულია

24 აპრ 202010:37
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ერთ-ერთს მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსის თქმით, შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მას გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აქვს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველები ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო ღნისძიებებს ამ დრომდე ახორციელებენ.


close დახურვა