logo
ENG



ზუგდიდში გუშინ მომხდარ ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა დაღუპულის შვილიშვილი

04 აგვ 202223:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/04/whpqsu5e7jemm7q.jpg

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ასაკის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, მისი მოზარდი შვილიშვილი კი მძიმედ დაშავდა.

ფორმულას ცნობით, ავტომობილი ბებიას და შვილიშვილს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ.

ავარიის შედეგად 60 წლამდე ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 12 წლის მოზარდი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მან ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო.

ზუგდიდის ჰოსპიტლის ექიმის თქმით, მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია და ის ახლა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

close დახურვა