ზუგდიდში დადიანების მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ და კულტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი გაიფიცებიან.
მუზეუმის თანამშრომლები დღეს მუზეუმის შესასვლელთან შეიკრიბნენ და მიმართვა გაავრცელეს.
მათი თქმით, ყველა პლატფორმა გამოიყენეს იმისთვის, რომ შესაბამისი უწყებებისთვის ხმა მიეწვდინათ, მაგრამ რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.