logo
ENG



ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკაში ექიმების პროტესტი გრძელდება

13 ივლ 202215:54
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკაში ექიმების პროტესტი გრძელდება. მედიკოსების თქმით, მათ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე უნდა შეხვედროდა, თუმცა ის აქციის მონაწილეებთან არ მისულა და როგორც მოგვიანებით განმარტა, არანაირი დიალოგი დაგეგმილი არ ყოფილა. ექიმები ამბობენ, რომ  მას და ხელისუფლების წარმომადგენლებს ეშინიათ კითხვების და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობენ. მოგვიანებით ექიმებთან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მივიდა. 


close დახურვა