logo
ENG



ზუგდიდში დროას ოფისს თავს დაესხნენ

29 აგვ 202117:03
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში პარტია დროას ოფისს თავს დაესხნენ. უცნობმა პირებმა ოფისის შესასვლელ კარზე უცენზურო სიტყვები მიაწერეს და ბანერი დააზიანეს.

პარტიაში თავდასხმას მმართველ გუნდს უკავშირებენ და ამბობენ, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავთ, რადგან აზრი არ აქვს.

"საერთოდ არ გამკვირვებია ეს წარწერები, მოსალოდნელიც იყო. რაც უფრო გავაქტიურდებით და რაც უფრო ღრმად შევა წინასაარჩევნო კამპანია, თავიანთ კლანჭებს უფრო გამოავლენენ. პოლიციაც პოლიტიზირებულია, არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ვინმე რამეს გამოიძიებს", - ამბობს ფორმულასთან პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიამ სიჭინავა.


close დახურვა