ზუგდიდის #4 საარჩევნო უბანზე, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დამკვირვებლის თქმით, ე.წ. კარუსელი დაატრიალეს. ის ამბობს, რომ ერთერთი ამომრჩეველი უბანზე მეორედ გამოცხადდა.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, მან მოსთხოვა საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომ აღნიშნულ პირს დაეტოვებინა უბანი, რასაც თავმჯდომარის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
მომხდარს უბანზე როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. უბნის გარე პერიმეტრზე მომხდარი დაპირისპირება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი გამოჩნდა.
ენმ-ის წევრი ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი მას დაუწერა და უბნიდან გააძევა.