შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე - ძალადობის მუხლით დაიწყო.
19 სექტემბერს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩის დევნილთა დასახლების მიმდებარედ, ქართული აგიტატორები ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ოპოზიციონერები ზუგდიდში მოახლეობას შეხვდნენ, სადაც საინფორმაციო ტიპის ბუკლეტებს არიგებდნენ.
თავდასხმა სიტყვიერი დაპირისპირებიდან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დროის მოკლე მონაკვეთში რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
ერთ-ერთი, ვისაც თავს დაესხნენ, პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე იყო.