ზუგდიდში ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა. როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ქალი კლინიკაში გადაყვანისას კონტაქტური იყო.
მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.