logo
ENG



ზუკა გუმბარიძეს რუსთავი 2-ის საქმეზე გამოკითხავენ

27 მაი 202110:44
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას დირექტორი ზუკა გუმბარიძე ბრალდების მოწმის სახით რუსთავი 2-ის საქმეზე გამოიკითხება.

ადვოკატის შეფასებით, გუმბარიძე საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა და მისი სასამართლოში დაბარება ირიბად მედიაზე ზეწოლად აღიქმება.

"სასამართლოში მისი დაბარება, როგორც ბრალდების მოწმის, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას, რამდენადაც ის რა ჩვენებებსაც იძლევა, შეუძლებლია იყოს ბრალდების სასარგებლო ჩვენება, რამდენადაც ყველა იმ ტრანზაქციაზე, ყველა იმ ფინანსურ ოპერაციაზე, ყველა იმ ბიზნეს გადაწყვეტილებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოძიების ეტაპზე დაისვა კითხვა, ამომწურავი პასუხები გაეცა და ნათელი გახდა, რომ არანაირ კრიმინალს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ზუკას დაბარება შეიძლება ჩვენ შევაფასოთ სწორედ მედიაზე ირიბი და არამხოლოდ ირიბი ზეწოლის ფაქტად", - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

პროკურატურამ რუსთავი 2-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე, რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და ინტერმედია პლუსის დირექტორის ზურაბ იაშვილს წაუყენა. გვარამიას ბრალად რუსთავი 2-ის ქონების გაფლანგვა ედება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

გუმბარიძე ამ საქმეზე 2019 წლის 2 ოქტომბერს გამოიკითხა.


close დახურვა