logo
ENG



ზურა მახარაძემ სამმართველო დატოვა

16 ივლ 202116:41
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

პრორუსული და ძალადობრივი პლატფორმის წამყვანმა, ზურა მახარაძემ სამმართველო დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა. 

"დეტალებში არ შევდივარ. მეტი კომენტარის გაკეთება არ მინდა", - თქვა მახარაძემ. 

მანამდე დიღმის სამმართველოდან ალექსანდრე ფალავანდიშვილი გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით სხვაგან მიდის. 

დღეს, დილით 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

განყოფილებაში გადაიყვანეს გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე იმყოფება პრორუსული პლატფორმა ალტ-ინფოს ხუთი წარმომადგენელი - შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კონსტანტინე მორგოშია. 

სამმართველოშია მისული დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა.


close დახურვა