logo
ENG



დეკანოზი, რომელიც 5 ივლისს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზეა

16 ივლ 202114:25
3 წუთის საკითხავი
clock 4703
დეკანოზი, რომელიც 5 ივლისს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზეა

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე მივიდა. სამმართველოში მასთან ერთად ადვოკატი მივიდა. 

"ვალდებული ხართ, იძალადოთ!" - ეს იყო სპირიდონ ცქიფურიშვილი გამოსვლის საკვანძო ფრაზა, რომელიც მან 5 ივლისს ძალადობრივ კონტრაქციაზე წარმოთქვა. როგორც ცნობილია, ამ მიმართვის შემდეგ დეკანოზი საპატრიარქოში დაიბარეს და "მკაცრი საყვედური" გამოუცხადეს. 

მიუხედავად ძალადობისკენ ღია მოწოდებისა, სასულიერო პირის ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე ამტკიცებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

"ქვეყანას ორმ ვინმე თავს დაესხა, იარაღით ხელში... იქ მაშინ ჟურნალისტებზე არავითარი ზეწოლა არ იყო. ეს გამოსვლა იყო მანამდე, სანამ ეს ამბები დატრიალდებოდა", - ამბობს ადვოკატი და ამატებს, რომ სასულიერო პირის სიტყვებს ძალადობა არ წაუხალისებია. 

დღეს დილიდან 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

განყოფილებაში გადაიყვანეს გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე იმყოფება პრორუსული პლატფორმა ალტ-ინფოს ხუთი წარმომადგენელი - შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კონსტანტინე მორგოშია.  


close დახურვა