logo
ENG



ზურა ჯაფარიძე თავის ბარში ლუქის ასახსნელად მივიდა, პოლიცია ხელს უშლის

15 თებ 202116:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/15/w5d9gx1f5tx7b8o.png

ზურა ჯაფარიძე თავის ბარში ლუქის ასახსნელად მივიდა, პოლიცია ხელს უშლის.

შსს-მ ბარს ლუქი 15 თებერვალს, გამთენიისას დაადო. 

"თქვენი საქმეა, კანონი აღასრულოთ მას შემდეგ, რაც ლუქს ავაძრობ, ლუქს არ გაგახსნევინებო, ეს რომელ კანონში წერია". - უთხრა ჯაფარიძემ ერთ-ერთ პოლიციელს. 

"ფიზიკურად მიცავენ იმისგან, რომ შემთხვევით კანონი არ შემომერღვეს, არადა მოსული ვარ იმისთვის, რომ კანონი დავარღვიო. ეს არის პოლიტიკური პროტესტი. არ მიშვებენ, რომ ლუქი ავაძრო. ცოტა მაინც ავაწიწკნე, მაგრამ ბოლომდე ვერა. მაინტერესებს, ასე რამდენ ხანს იდგებიან. მეტი საქმე არ არის ამ ქვეყანაში კრიმინალის ამბავში?". - უთხრა მან ფორმულას

ბარი - ჯაფარასთან 13 თებერვალს დაუმორჩილებლობის ნიშნად გაიხსნა . ჯაფარიძის თქმით, ამ ფორმით ის მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება. 

ბარის გახსნიდან რამდენიმე საათში ადგილზე შრომის ინსპექცია და პატრულიც იყო მისული. მათ ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ჯაფარიძის თქმით, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს. 

15 თებერვალს, გამთენიისას, შსს-მ ბარი დალუქა, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.


close დახურვა