ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ნოემბრის ბოლოს შეხვდება. აბაშიძის განცხადებით, მხარეები ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე იმსჯელებენ. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ კარასინთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც განიხილავს.
როდის შეიძლება აღდგეს ავიამიმოსვლა, ამის შესახებ, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს, პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
რუსეთთან დიალოგის პრაღის ფორმატი გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, მისი თქმით, მოლაპარაკებებში მონაწილეობას კვლავ გრიგორი კარასინი მიიღებს.