logo
ENG



ზურაბიშვილი: 28 ნოემბერს თავისუფლება, ეროვნული იდენტობა და დამოუკიდებლობა დავიცვათ!

18 ნოე 202523:30
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/18/dvimarta48j0fqv.png

ამ ჩამონათვლიდან თუნდაც ერთს თუ ეთანხმებით, 28 ნოემბერს ქვეყნის სადარაჯოზე დადგებით, რამეთუ დღეს საოკუპაციო ხაზი რუსთაველზე გადის:

- არ ვეგუებით პრემიერის ანტი-ევროპულ გადაწყვეტილებას და ქვეყნის მიზანმიმართულ იზოლაციას, რუსეთისკენ მიბრუნებას!

- არ ვეგუებით სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების უსამართლო განაჩენებს, მათ დატუსაღებას!

- არ ვეგუებით არცერთ რუსულ კანონს და რუსულ მოდელზე აგებულ რეპრესიულ რეჟიმს, მისი დამონებული მსახურების კორუფციულ სკანდალებს და ქვეყნის ძარცვას!

- ვგმობთ ადამიანებზე ძალადობას-ფიზიკურს, მორალურს თუ ფინანსურს!

- ვგმობთ ანტი-ეროვნულ ანტი-კულტურულ პოლიტიკას, ეფექტური დაცვის ნაცვლად ძეგლების განადგურებას.

- ვგმობთ განათლების ეგრედწოდებულ რეფორმას, ევროპულ საგანმათლებელო სივრცისგან ჩვენს ჩამოშორებასა და ქართველი სტუდენტებისთვის ევროპული უნივერსიტეტების გზის გადაკეტვას.

- ვგმობთ ქვეყნის განვითარების შეჩერებას, რაც პარტნიორების ინვესტიციებისა და დახმარების პროგრამების შეჩერებითაა გამოწვეული.

- ვგმობთ ჩვენი ემიგრანტების მიმართ ახლად მიღებულ დისკრიმინაციულ, უსამართლო და უგონო გადაწყვეტილებას, რომელიც მათთან კავშირს აზიანებს და ქვეყანას ვნებს.

- ვგმობთ ეკოლოგიის, ბუნების, რეკრეაციული ზონების განადგურებას უხარისხო, დაუგეგმავი მშენებლობებისა და კორუპციული სქემების სასარგებლოდ!

- ვგმობთ, რუსეთის ინტერესებზე აგებულ და მოსკოვის კარნახით მმართული რეჟიმის ყველა ანტი-ეროვნულ ქმედებას. პირველ რიგში, ნეიტრალიტეტის თემის წამოსაწევად წამოწყებულ კამპანიას!

28 ნოემბერს თავისუფლება, სამართალი, ერთობა, ეროვნული იდენტობა, ნამდვილი მშვიდობა და დამოუკიდებლობა დავიცვათ! მომავალი ჩვენია!


close დახურვა