საქართველოს პრეზიდენტი, სალონე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების "გადატან-გადმოტანა" ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება. ვიდეომიმართვაში იგი ამბობს, რომ მოქალაქეებზეა დამოკიდებული, რამდენად დასტაბილურდება ეპიდვითარება.
"მეკითხებიან, არჩევნებზე რას ფიქრობ? პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა. როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე უსაფრთხოების ყველა ნორმა იყოს დაცული.
თუმცა, ვითარება გვიკარგახებს, იმ შემთხვევაში თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა. ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს. მჯერა, რომ შევძლებთ არჩევნებსაც და სკოლების ამოქმედებასაც. ერთიც და მეორეც ჩვენს ხელშია", - ამბობს პრეზიდენტი.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე. ომბუდსმენს ეთანხმება ოპოზიციის ნაწილიც.
ქართულ ოცნებაში არჩევნების გადადების იდეას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ამაზე საუბარი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგან იციან, რომ ოპოზიცია წააგებს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული.