logo
ENG



ზურაბიშვილი: ანსამბლი ფესვები გზიდან გააბრუნეს, თურმე სასახლეში ნებადართული არაა გამოსვლა

14 მარ 202422:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/14/cnr5vwdypki3v1v.jpg

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ანსამბლი "ფესვები", რომელსაც ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოზე მონაწილეობა უნდა მიეღო, "გზიდან გააბრუნეს". ამის შესახებ მან საღამოზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

"ერთი რამ უნდა ვთქვა, ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი "ფესვები", რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა. თქვენ თავად იფიქრეთ საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი ამას რას ჰქვია. სამწუხაროა, მე მინდა მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვახსენო, იმისთვის, რომ ამ ფორმით გზიდან გააბრუნეს და მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მაინც გვექნება საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა ანსამბლი - "მარგალიტი" და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო და ღირსშესანიშნავი საღამო გვექნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. სასახლეში გამოიფინა აჭარელი ქალების მიერ შექმნილი, ორნამენტებიანი "აჭარული ნაჭრელები", რომელიც ტრადიციად ქცეული ხელსაქმეა. 

 


close დახურვა