logo
ENG



ზურაბიშვილი: დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება

08 ივლ 202310:18
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ორგანოებს პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ძალადობა, ასევე, ძალადობრივი ჯგუფების წახალისება მიუღებელია.

"საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. პრაიდის ფესტივალს, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში", - წერს ზურაბიშვილი.

თბილისში პრაიდის კვირეული დაიწყო. დასკვნითი ღონისძიება პრაიდფესტივალია, რომელიც 8 ივლისს გაიმართება. მოძალადე და პრორუსული ჯგუფები ღონისძიების ჩაშლით იმუქრებიან.


close დახურვა