logo
ENG



ზურაბიშვილი: დღეს ებრძვიან ეკლესიას, რომელზეც დგას საქართველოს დამოუკიდებლობა

23 ნოე 201917:27
3 წუთის საკითხავი
 
8vmqrc0fsivzq4i.jpg

"დღეს კიდევ ერთხელ ებრძვიან ეკლესიას, რომლის ირგვლივაც ქართველები ყოველთვის იკრიბებოდნენ; ებრძვიან ეკლესიას, რომელზეც დგას საქართველოს დამოუკიდებლობა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანების ოჯახებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, ახლა დაპირისპირებების დრო არ არის, რადგან ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. 

"კიდევ ერთხელ იჩინა თავი შიდა დაქსაქსულობამ, დაპირისპირებამ; ჭარბობს შური და ღვარძლი, რაც ესოდენ ასუსტებს სახელმწიფოს და მხოლოდ მტერს თუ გაახარებს. დღეს კიდევ ერთხელ ებრძვიან ეკლესიას, რომლის ირგვლივაც ქართველები ყოველთვის იკრიბებოდნენ და იკვრებოდნენ განსაცდელის დასაძლევად; ებრძვიან ეკლესიას, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ, დღეს განსაკუთრებით, მოვუწოდო ყველას: დაპირისპირების დრო არ არის, მით უმეტეს მაშინ, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვართ; როდესაც ვხედავთ, თუ როგორ იყენებს ზოგი ჩვენს დღევანდელ დასუსტებას. დაპირისპირების დრო არ არის მაშინ, როდესაც ცხინვალში ჩვენი ღირსეული ექიმის გათავისუფლებისთვის უნდა იყოს მიმართული ჩვენი საყოველთაო ძალისხმევა და ეს ამოცანა უნდა გვაერთიანებდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 


close დახურვა