logo
ENG



ზურაბიშვილი: ევროკავშირს ჩვენგან სჭირდება მეტი სტაბილურობა და მეტი დემოკრატია

01 მარ 202110:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/01/gwnbf6k3eq554b1.jpg

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირს საქართველოსგან მეტი დემოკრატია და მეტი სტაბილურობა სჭირდება. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო რაც იყო და არის - რეგიონში დემოკრატიისა და სტაბილურობის კუნძული, ეს კიდევ უფრო გაძლიერდეს.

"ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამ გზაზე არ შეუშალოს ხელი. როგორც არასდროს, ეს მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის, რაც იყო და არის - სტაბილურობის და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, ჩვენგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება", - თქვა ზურაბიშვილმა.

შარლ მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ის, ასევე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვევა. 


close დახურვა