logo
ENG


ზურაბიშვილი: ვართ დამოუკიდებელი საქართველო, ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს
  • 652ნახვები

ეს ისე ჩანს, რომ თითქოს ეს რუსეთის ერთგვარი გამარჯვება და ჩვენი ქვეყნების ერთგვარი დამარცხებაა, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან დღეს პრეზიდენტის სასახლეზე კოჯრის მთაზე მოქანავე დაფლეთილი დროშა  საქართველოს დღევანდელ დროშასთან ერთადაა აღმართული. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია. დღეს დამოუკიდებელი საქართველო დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით დგას. 

იუნკრებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს, რამეთუ დაგვიტოვეს მაგალითი და ამ მაგალითზე ჩვენ უნდა ვზრდიდეთ დღეს ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ იცი რისთვის იბრძვი და რისი გწამს.

ეს დღე რეალურად გლოვის დღე არ არის და არც 25 თებერვალი და არც 9 აპრილი არასოდეს არ უნდა იყოს. ყველა ეს თარიღი ჩვენი გამარჯვების დღეა, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ, როგორც დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა  ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკრების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით. 



ასევე ნახეთ
close დახურვა