კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, კიდევ ერთხელ ვუცხადებ საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს.
თქვა კიშინიოვში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.