logo
ENG



ზურაბიშვილი: მთავრობა რომ შეიცვლება, 20 წლით უნდა აიკრძალოს უბანთან კოორდინატორების ყოფნა

31 ოქტ 202018:33
3 წუთის საკითხავი
 
0e7be99ghybh2g6.jpg

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი Facebook-ზე საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასწრაფოდ უნდა შეიტანონ საარჩევნო კოდექსში ცვლილება და მინიმუმ ოცი წლით აიკრძალოს საარჩევნო უბნიდან ხუთასი მეტრის რადიუსში კოორდინატორების, დამკვირვებლების თუ ვითომდა გულშემატკივრების ყოფნა.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს თუ სადმე ჩხუბია, ყველგან "მოშავო-მოკრიმინალო ტიპები ფიგურირებენ".

"ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება და მეტ ნაკლებად ადეკვატური, მრავალპარტიული პარლამენტი გვეყოლება, სასწრაფოდ უნდა შეტანილ იქნას საარჩევნო კოდექსში ცვლილება და მინიმუმ ოცი წლით აიკრძალოს საარჩევნო უბნიდან ხუთასი მეტრის რადიუსში კოორდინატორების, დამკვირვებლების თუ ვითომდა გულშემატკივრების ბირჟაობა. მთელი დღე რომ ძველბიჭობას დააყუდებ ერთ ადგილას, სადაც ამდენი ამომრჩეველი მიდი-მოდის, ამდენი პარტიის წარმომადგენელი და ამდენი დამკვირვებელი, ბოლოს და ბოლოს აგინებენ ვიღაცას ან დაცხებენ. აბა, რას იზამენ?", - აცხადებს ზურაბიშვილი. 

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს - 120 პროპორციული სისტემით, ხოლო 30 - მაჟორიტარულით.


close დახურვა