პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას აქვს ნაკლოვანებები და ქვეყანა მზად არ იყო მოსამართლეების უვადოდ განწესებისთვის. ამასთან, საუბრობს იმაზეც, რომ არასწორია სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია.
სასამართლო სისტემაზე პრეზიდენტმა მეათე მოწვევის პარლამენტის გახსნისას ისაუბრა:
"მართალია, ჩვენი სასამართლო ჯერ ვერ აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. მაგალითად, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უვადოდ მოსამართლეების განწესებისთვის მზად ჯერ არ იყო და დღესაც ბევრი რამ დამაკმაყოფილებელი არ არის. ამავე დროს უნდა დავინახოთ განვლილი გზაც: რეფორმის ოთხი ეტაპი განხორციელდა. გაზრდილია მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული დავების რაოდენობა. შესაბამისად, სტარსბურგის სასამართლოში შემცირებულია მიმართვიანობა.
მიუხედავად სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და რეფორმის გაგრძელების აუცილებლობისა, არასწორია სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დამკვიდრებას".