რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთი, როცა იმას აქეზებდნენ, ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი ჩამოვა თქვენთვის. ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართული ხასიათით, აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, ხომ არ ხარ ლაჩარი, ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ, იმიტომ, რომ ერთი წელია ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული ამ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს, ალბათ ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს, იმიტომ რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არც ერთ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება თავის ხელისუფლებას უნდა უსვამდეს.
ზურაბიშვილი: ორივე მხარეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ
28 დეკ 202217:16
3 წუთის საკითხავი