logo
ENG



ზურაბიშვილი: საქართველო შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით

24 თებ 202212:02
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: საქართველო შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურა:

"საქართველო შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით. ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ".

რუსეთი უკრაინაში გამთენიისას შეიჭრა, თუმცა ექვსაათიანი დუმილის შემდეგ ვითარებას პირველი მხოლოდ პარლამენტის სპიკერი, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. 

განცხადების გაკეთებამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაზე ფორმულას კითხვებს არ უპასუხა.


close დახურვა