logo
ENG



ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე

17 ნოე 202318:11
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ქალ დეპუტატებზე მორიგ თავდასხმას გამოეხმაურა. ზურაბიშვილი ინციდენტს "ქართული კულტურისთვის შეუთავსებელს, უღირსსა და სამარცხვინოს" უწოდებს.

"საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე.

სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ - მორიგი უმსგავსობა.

კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენისას დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მგალობლიშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თინა ბოკუჩავას, შემდეგ კი ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია. 


close დახურვა