logo
ENG



ზურაბიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვავ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო

23 აგვ 202021:37
3 წუთის საკითხავი
 
yqul9emjy09fla3.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შატილის გზაზე მომხდარ ავარიას ეხმაურება, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პრეზიდენტი მომხდარს ტრაგედიას უწოდებს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვავ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე

შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი, დაშავდა.


close დახურვა