ეს ძალიან მძიმე დღეა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლა გაგრძელდეს, ყველანაირად უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას, და არა მაინც და მაინც ომით, მაინც და მაინც იარაღით. ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის - თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას, რადგან ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა, რისთვისაც ცხოვრობს... ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს დაამარცხებს. ამ საქართველოს გაუმარჯოს, დღეს, 25 თებერვალს!
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში მოწყობილ ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენაზე.