logo
ENG



ზურაბიშვილი - სასამართლო რეფორმის კუთხით, პროგრესი უდავოა

04 მარ 202014:56
3 წუთის საკითხავი
 
875apb6hgfjcs21.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ქვეყნის სასამართლო სისტემაზეც ისაუბრა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში გატარებული სასამართლო რეფორმის შედეგად, სისტემამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

„მინდა შევეხო სასამართლო რეფორმის პროცესს. ამ რეფორმამ ბოლო წლებში ოთხი უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. ზოგი სამართლიანი, ზოგიც პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, პროცესი და პროგრესი უდავოა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში მკვეთრად შემცირდა საქართველოდან მიმართვიანობა, რომელიც წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ობიექტურ კრიტერიუმებს. ასევე უდავოა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა ჯერ ვერ შეედრება ევროპის საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ და დახვეწილ სასამართლო სისტემას, ეს ალბათ გასაკვირიც არ უნდა იყოს. თუ გავიხსენებთ საიდან მოვდივართ და რა წნეხი მოახდინა საბჭოთა რეჟიმმა. ამიტომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა, ქვეყნისთვის კვლავ და მუდამ პრიორიტეტად რჩება. ამ კუთხით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის სწრაფი და სრული იმპლემენტაცია ისახავს გზას მომავლისკენ", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 


close დახურვა