logo
ENG



ზურაბიშვილი 5 მებრძოლის დაღუპვას ეხმაურება, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ამ დრომდე დუმან

04 დეკ 202200:06
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი 5 მებრძოლის დაღუპვას ეხმაურება, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ამ დრომდე დუმან

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას ეხმაურება და მათ ოჯახებს უსამძიმრებს.

"დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს", - წერს ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მებრძოლების დაღუპვას ხელისუფლების არც ერთი სხვა წარმომადგენელი არ გამოეხმაურა. ცნობები ქართველი გმირების დაღუპვის შესახებ საქართველოს დროით 19:00 საათვისთვის გავრცელდა. 

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველაზე ცხელი წერტილი ამ დროისთვის ბახმუტი რჩება. მისი თქმით, ყველა მებრძოლი ვინც ამ ტერიტორიაზე იმყოფება "უმაღლეს მადლიერებას იმსახურებს". 

გარდა ამისა, უკრაინაში ქართველი მებრძოლის რომეო ფარულავას ინფორმაციითდონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ქართველი მებრძოლების ნაწილი, უკრაინელებთან ერთად, ალყაშია. ფარულავა შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ალყაში ასევე ქართველი მეთაურია, რომელიც დაჭრილია. მებრძოლის თქმით, დაჭრილების გამოსაყვანად ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის დაწყებულია დაღუპულების ცხედრების გამოყვანის ოპერაციაც.

 

 


close დახურვა